ბალოტელი: “ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა”
“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა კლუბის ქომაგთა იმ ნაწილს, რომელსაც მისი მუდამ სჯეროდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ წუხელ გამართულ მატჩში (3:2) იტალიელმა თავდამსხმელმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
“დიდებული თამაში გამოვიდა, ბიჭებო!!! ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა და ვინც მუდამ მხარს მიჭერდა. მადლობა. წინ, “ლივერპულო”. თუმცა, ახლა მუყაითად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დღევანდელი საღამო უკვე წარსულია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.