ბალოტელი კანიე უესტს: “ასეთი სისულელე შენი პირიდან როგორ ამოდის?”

თარიღი: მაისი 3, 2018

“ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მუსიკოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 400 წლის განმავლობაში ფერადკანიანებისათვის მონობა არჩევანი იყო.

“როცა 400-წლიან მონობაზე საუბრობენ… 400 წელი? ვფიქრობ, ეს მათი არჩევანი იყო”, – თქვა უესტმა TMZ-სთან ინტერვიუში.

მის სიტყვებს მარიო ბალოტელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ასეთი სისულელე შენი პირიდან როგორ ამოდის? მონობა არჩევანი იყო? ძმაო, ტვინი ვინ გამოგირეცხა?”

მსგავსი სიახლეები