ბალოტელი კიელინის: “შეგეძლო ნამდვილი მამაკაცივით მოქცეულიყავი, მაგრამ ასე არ მოიქეცი”
“ბრეშას” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ ტურინის “იუვენტუსის” მცველს ჯორჯო კიელინის უპასუხა.
როგორც იცით, la Repubblica-მ კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნის ის ნაწილი გაასაჯაროვა, სადაც ვეტერანი მცველი ბალოტელის შესახებ წერს. კიელინი ბალოტელის აკრიტიკებს და მას უარყოფით პიროვნებას უწოდებს.
ბალოტელის პასუხი
“რაც არ უნდა იყოს, მე პირდაპირი ვარ და მაქვს იმის გამბედაობა, რომ ხალხს სათქმელი პირში ვუთხრა. 2013 წლის შემდეგ, შენ ჩემთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა გქონდა, შეგეძლო ნამდვილი მამაკაცივით მოქცეულიყავი, მაგრამ ასე არ მოიქეცი. ვინ იცის, ერთ დღესაც რას იტყვი შენ ამჟამინდელ თანაგუნდელებზე, უცნაურო კაპიტანო… თუ შენნაირად მოქცევა ჩემპიონობას ნიშნავს, მირჩევნია ასეთი ჩემპიონი არ ვიყო. მე იტალიის ნაკრების მაისურის მიმართ უპატივცემულობა არასოდეს გამომიჩენია”, – წერს ბალოტელი Instagram-ში.