ბალოტელი:”მინდა, რომ “ევრო 2016″ საფრანგეთმა მოიგოს”
იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა “ევროპის ჩემპიონატის” შესახებ და იმედი, გამოთქვა, რომ აღნიშნული ტურნირი მისი მეგობრის, პოლ პოგბასა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.
“ობიექტურად, რომ ვთქვათ გერმანელები ტურნირის მთავრი ფავორიტები არიან, მაგრამ სუბიექტურად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ძალიან მინდა, რომ “ევრო 2016″ მასპინძელმა საფრნაგეთმა მოიგოს.”
“2012 წელს ჩვენ სწორედ ნახევარფინალში შევხვდით გერმანიას. მიმაჩნია, რომ ის გუნდი 2016 წლისაზე ცოტათი უფრო ძლიერი იყო. ისინი უფრო კომპაქტურ და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ წლევანდელი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონისაა. იმედია, მათ დამარცხებას და, საბოლოო ჯამში, ტურნირის მოგებას ფრანგები მოახერხებენ,” – განაცხადა ბალოტელიმ.
იტალიელმა ფორვარდმა, ასევე, დიმიტრი პაიეზე ისაუბრა:“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ შეჯიბრებაზე პაიე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის უნდა გახდეს “ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ფეხბურთელი.”