ბალოტელი: “რეალი” საოცნებო კლუბია”
“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალისთვის” შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბზე” იხუმრა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, თითქოს ბალოტელიმ გაიხუმრა, რომ “ბარსელონას” ორი სტადიონი აქვს — “კამპ ნოუ” საშინაო მატჩების ჩასატარებლად და “სანტიაგო ბერნაბეუ” – ვარჯიშისთვის.
“მინდა ეს ყველამ იცოდეს: ნუ მაწერთ სისულელეებს. მადრიდის “რეალზე” არასდროს მიხუმრია და არც ვაპირებ. “რეალი” საოცნებო კლუბია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.