ბალოტელი: “თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ნაკლები პრობლემა მექნებოდა”
“ნიცაში” ჩატარებული ორი წარმატებული სეზონის მიუხედავად, მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში კვლავაც არ გამოიძახეს, რასაც თავად ფეხბურთელი კანის ფერსაც აბრალებს.
“ზოგჯერ ფანები ძალიან უსამართლოები არიან. ისინი ხშირად სკანდირებდნენ ჩემი მიმართულებით, რომ შავკანიანი იტალიელი ვერ იქნება , მაგრამ ჩემი არსებობა საპირისპიროს ამტკიცებს.
მე ნამდვილად იტალიელი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე, თუმცა კანონიერად ეს მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდა, რაც 18 წლის გავხდი. ეს კანონი უნდა შეიცვალოს. არ მესმის რატომ ანიჭებენ ადამიანები კანის ფერს ასეთ მნიშვნელობას.
ვფიქრობ, თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ნაკლები პრობლემა მექნებოდა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ პრობლემებს ჩემი ცუდი ქცევითაც ვიქმნიდი, მაგრამ იმაშიც კი დარწმუნებული ვარ, რომ თეთრკანიან მარიოს უფრო მალე აპატიებდნენ ყველაფერს,” – აცხადებს “ნიცას” ფეხბურთელი.