ბალოტელი: “თუ საფრანგეთის ჩემპიონატს მოვიგებთ, მაშინ…”
იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი გასულ ზაფხულზე ფრანგულ “ნიცას” შეუერთდა და გუნდის ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა. არა მარტო მას, არამედ, ზოგადად, გუნდს შესანიშნავი პერიოდი უდგას. ლიგა 1-ის ბინადარ კლუბს 12 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.
ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ისინი საფრანგეთის ჩემპიონატს მოიგებენ, ნიცას ცაზე ვერტმფრენით იფრენს.
“ჯერ ძალიან ადრე ამაზე საუბარი, მაგრამ თუ ასე გავარგრძელეთ წარმატებული სვლა და მთავარ მიზანს – ჩემპიონობას მივაღწიეთ, პირადად მე ნიცას თავზე ვერტმფრენით ვიფრენ.”
“ძალიან ბედნიერი ვარ. ამ საოცარ ადგილზე უცებ აღმოვჩნდი და ადაპტაციაც ძალაინ სწრაფად გავიარე. გუნდი ძალიან ბერვი ახალგაზრდა ფეხბურთელითა და საინტერესო ხედვების მქონე მწვრთნელითაა დაკომპლექტებული. აქაურობა მომწონს და მჯერა წარმატების!” – გაანაცხადა “სუპერ მარიომ”.