ბალოტელიმ დანი ალვეში გააკრიტიკა: “სისულელეების თქმა საჭირო აღარ იყო”
“ნიცას” ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ დანი ალვეშის მიერ დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
იტალიელი ფეხბურთელის თქმით, ალვეშს შეეძლო მწუხარება გამოეხატა, სისულელეების თქმა კი საჭირო აღარ იყო.
“რაც მან თქვა, არასწორი სულაც არ ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი უნდა შეეკავებინა. ალვეშს შეეძლო, ასტორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოეხატა, სისულელეების თქმა კი საჭირო აღარ იყო. როცა ვინმე იღუპება, მსგავსი კომენტარი არ უნდა გააკეთო.
რაც შეეხება ასტორის, მასთან ერთად ნაკრებში მითამაშია და შემიძლია, გითხრათ, რომ ის კარგი და ზრდილობიანი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ხუთშაბათს მის დაკრძალვაზე ვერ წავალ, რადგან ვარჯიში მაქვს, ასე რომ არ იყოს, მანქანაში ჩავჯდებოდი და წავიდოდი”, – უთხრა ბალოტელიმ დამიანო ერ ფაინას სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირი ჩართვის დროს.
შეგახსენებთ, რომ ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში დილით გარდაცვლილი იპოვეს.