ბალოტელი გოლებს მოედნის ნაცვლად ლოგინში იტანს — მარიო მორიგ სკანდალში (+18)
ინგლისში დაბრუნებული მარიო ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა. ბრიტანული გამოცემა “მირორი” იტალიელი ფეხბურთელის ცხოვრების ერთ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რამდენიმე დღის წნათ მომხდარა.
თურმე, საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულმხურვალე ქომაგი ემა დალტონი ბალოტელის სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა. 23 წლის გოგონას არც ეგონა, რომ ბალოტელი უპასუხებდა, თუმცა ისე მოხდა, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა არათუ უპასუხა, არამედ მალე ლოგინშიც ჩაიგორა.
“მისი რეპუტაციის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მეგონა, რომ გამოსწორდა. ის მომხიბლავია და რამდენადაც ვიცი, მარტოა. საკუთარ თავს ვუთხარი, რატომაც არა?! ახლა ვხვდები, რამდენად სულელურად მოვიქეცი. მის სახლში არ უნდა მივსულიყავი, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. მას ჩემში მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, შემდეგ კი ჩემი მოცილება მოისურვა”, – ციტირებს “მირორი” ემას სიტყვებს.
როგორც ირკვევა, დალტონმა ბალოტელის სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტო გაუგზავნა, რის შემდეგაც იტალიელმა თავადვე მოისურვა გოგონასთან ურთიერთობის აწყობა.
“მირორს” ინფორმაციას ემა დალტონის მეგობარიც აწვდის:
“ემას სერიოზული განზრახვა არ ჰქონია, როდესაც ბალოტელის დაუკავშირდა. მას არც ეგონა, რომ მარიო უპასუხებდა, თუმცა ფეხბურთელმა მას პასუხი გასცა, მალე ფოტოს გაგზავნაც და მობილური ტელეფონის ნომერიც სთხოვა.
სატელეფონო საუბრისას ემამ მას ფანი ნეგეშას შესახებ ჰკითხა. ბალოტელიმ უპასუხა, რომ გელფრენდს დაშორდა და ლივერპულში მეგობარი გოგო არ ჰყავდა”.
თავგუნება თავდამსხმელს ემასთვის ისიც უთქვამს, რომ “ლივერპულმა” მას პრობლემებისთვის თავის არიდება სთხოვა და ისიც ამ მიზეზის გამო ქალაქის ცენტრისგან მოშორებით დასახლებულა.
“მან თქვა, რომ პრესის ყურადღების ცენტრში არ უნდა მოხვედრილიყო, როგორც ეს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდში ხდებოდა. ბალოტელიმ ემას უთხრა, რომ მას შემდეგ ბევრად დაღვინდა”, – ამბობს დალტონის მეგობარი.
რამდენიმე დღეში ბალოტელის ემასთვის უთქვამს, სახლში წვეულებას ვაწყობ და გეპატიჟებიო. მის გარდა, კიდევ რამდენიმე გოგონა მიუწვევია.
სტუმრებს ბალოტელის ფეშენებელურ სახლში ფეხბურთელის მეგობრები შეეგებნენ და 50 ფუნტიანი ატმის არყით გაუმასპინძლდნენ კიდეც. ამ დროს მარიო ზედა სართულზე მარტო იყო.
ემა დალტონის მეგობარი აგრძელებს: “ემამ მითხრა, რომ როდესაც ბალოტელი ოთხაში შევიდა, ძალიან მომხიბლავად გამოიყურებოდა. მარიოს არც დაუმორცხვია და მას კოცნით მისალმებია. ემამ მითხრა, რომ ბალოტელი წითელ ღვინოს სვამდა და ეწეოდა კიდეც. ფეხბურთელისგან ეს საქციელი იქ მყოფმა ყველა გოგონამ გაიკვირვა. დიდ ოთახში ისხდნენ, საუბრობდნენ და თან სვამდნენ. შემდეგ მასპინძლები სტუმრებს მაკარონით გაუმასპინძლდნენ”.
რამდენიმე საათის შემდეგ მარიოს მეგობრებმა გოგონები აუზში მიიწვიეს, თავად ბალოტელიმ კი ემა ზედა სართულზე აიყვანა და მალე ლოგინშიც ჩაიგორა.
“ძალიან მაგარია, ეს ფეხბურთშიც მეხმარება. ასე უთქვამს ბალოტელის ემასთვის”, – ამბობს დალტონის მეგობარი.
3-საათიანი სექსმარათონის შემდეგ, ღამის 3 საათზე მარიომ ემას ტაქსის გამოძახება და შინ წასვლა მოსთხოვა.
“ისე გამოვიდა, რომ ბალოტელიმ გოგო გამოიყენა და შემდეგ გარეთ გააგდო. ემამ მას ახსნა სთხოვა, რაზეც გოგოს ფეხბურთელის დაცვის წევრებმა უპასუხეს, საღ გონებაზე იყო თუ არა იგი. ემა ასეთ დღეში არასდროს ჩავარდნილა”, – ამბობს დალტონის მეგობარი.
ემა მომდევნო დღეს კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დადგა, როდესაც მას ბალოტელიმ დაურეკა და უთხრა, რომ მეგობრებად დარჩენა სურდა, რადგან ის კვლავ აპირებდა ფანი ნეგეშასთან შერიგებას.
დალტონის მეგობარი აგრძელებს: “ბალოტელიმ ემა გამოიყენა, სიმართლეს ვერასდროს გაიგებს. ახლა ემა მის მიმართ მხოლოდ ზიზღს გრძნობს. ბალოტელიმ თავდაპირველად მას უთხრა, რომ ფანისთან ერთად აღარ იყო, შემდეგ ემა სახლში მიიწვია და არც იქ უხსენებია ნეგეშა. მეორე დღეს კი ეუბნება, რომ მას ფანისთან შერიგება სურს. საინტერესოა, რამდენჯერ მოქცეულა ასე?!”
სხვათა შორის, ფანი ნეგეშამ ამასწინათ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც მას მუცელი აშკარად გაზრდილი აქვს. როგორც ჩანს, ნეგეშა ბალოტელისგან ორსულადაა.