ბალუს თასი გლადიატორებს დარჩათ
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2013/10/file4.jpg)
გუშინ ლევან ღამბაშიძის სახელობის- ბალუს თასის რიგით მესამე გათამაშება გაიმართა. წლევანდელმა გათამაშებამ საერთაშორისო სახე მიიღო და გაცდა საქართველოს საზღვრებს. გლადიატორების გარდა ტურნირში მონაწილეობდნენ: ლვოვის კარპატის, დნიპროპეტროვსკის დნიპროს და მინსკის დინამოს ფანები. თბილისელებმა სამივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს და ფინალში დნიპროს დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი გლადიატორებმა დნიპროსთან ანგარიშით 6:1 მოიგეს. მეორე შეხვედრაში ლვოველი ფანები 2:0 დაამარცხეს, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა მინსკელებთან წარმატებით 3:1 დაასრულეს. მინსკელებმა კარპატის ფანებს მესამე ადგილისათვის შეხვედრაში პენალტების სერიით, ანგარიშით 2:1 აჯობეს. ფინალში გლადიატორებმა გიორგი ზარიძის, თაზო ცუცქირიძის და ნუგო გვასალიას (2) გოლებით, ანგარიშით 4:2 დაამარცხეს დნიპრო და ბალუს თასიც თბილისში დარჩა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: თაზო ცუცქირიძე (თბილისი)
ტურნირის ბომბარდირი: სედოი (დნიპროპეტროვსკი)
საუკეთესო მეკარე: როლანდ გაფრინდაშვილი (თბილისი)
ტურნირის გამარჯვებული: გლადიატორები თბილისი (მთ.მწვრთნელი- კობა კობაიძე)
გათამაშება ტრადიციულად სკ დინამო თბილისის სრული მხარდაჭერით ჩატარდა.
თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი