ბანეგა: “იკარდი არგენტინის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”
მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კარგ ფორმაშია. არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში ოთხი გოლი მიითვალა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირად გვევლინება. იკარდის შესახებ მისმა თანამემამულე და თანაკლუბელმა ევერ ბანეგამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ინტერის” საუკეთესო მეგოლე არგენტინის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს.
“რა თქმა უნდა, იგი იმსახურებს არგენტინის ნაკრებში გამოძახებას. იკარდის გოლები გააქვს და ვიმედოვნებ, რომ მას ეროვნულ გუნდში უხმობენ.
მან ასე წარმატებით უნდა გააგრძელოს თამაში. ჩვენც ამავე სულისკვეთებით უნდა ვიმუშაოთ ვარჯიშებზე და უშუალოდ მატჩებში. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება ხუთი თვის შემდეგ.
“იუვეს” წინააღმდეგ რთული მატჩი გამოვიდა (2:1), თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე გახლდათ დამოკიდებული. მთავარი იყო, თავი არ დაგვეკარგა, როგორც ეს წინა მატჩებში მოხდა. “ინტერში” ჩემმა ადაპტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football Italia.