“ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” დაზავდა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 22, 2016

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. 41-ე წუთზე კატალონიელები ივან რაკიტიჩის გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ანხელ კორეას მიერ შეხვედრის 61-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და “ნოუ კამპიდან” ერთი ქულა წაიღეს. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ მატჩის მიმდინარეობისას საზარდული აიტკია და 59-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

“ბარსელონა” სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე პოზიციაზეა, “ატლეტიკოს” 9 ქულით მე-4 ადგილი უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
V ტური
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 1:1 (1:0)

გოლები: რაკიტიჩი 41′ — კორეა 61′.
გაფრთხილებები: სუარესი 84′, ჟორდი ალბა 90′ — კოკე 54′, გრიზმანი 67′, თომას პარტეი 82′, ფილიპე ლუისი 86′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აგენტი: “ფანები ბეილს საშინლად ექცევიან, გარეტს უყვარს მადრიდი”

მადრიდის “რეალსა” და გარეტ ბეილს შორის არსებული ტოქსიკური ურთიერთობა კვლავაც გრძელდება. უელსელი ფეხბურთელის აგენტმა კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “დარწმუნებული ვარ, რომ სასწაული მოხდება, “ბაიერნს” დავამარცხებთ

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჩავი ერნანდესს სრულ ნდობას უცხადებს და სჯერა, რომ კატალონიურ კლუბს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში ტურინის “იუვენტუსზე” გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან “ყველაფერი ან არაფერი: იუვენტუსი” ახალი კადრები გავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ყვითელი ბარათი მივიღო?’ – კაზემირო ანჩელოტის (ვიდეო)

25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” ტირასპოლის “შერიფს” ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “შოკირებული ვარ, ნაკრებიდან იმდენად მცირე მხარდაჭერა მივიღე”

ფრანგული ფეხბურთში აღმოცენებული ბოლო დროის უდიდესი სკანდალი დასასრულს უახლოვდება. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, მატიე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: ‘აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში “ბაიერნთან” მოგება არ შეგვიძლია?&

23 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბენფიკა” მიიღო და ფრედ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა შემთხვევაში გადის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე კიევის “დინამო” მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1:2)....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “ბენფიკაზე” გაცილებით უკეთესები ვიყავით, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ”

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა, “ბენფიკასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟეზუში სეფეროვიჩის აცილებაზე: “30 წელია მწვრთნელი ვარ, ასეთი რამ არასდროს მინახავს&#

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ლისაბონის “ბენფიკა” “კამპ ნოუს” ეწვია. ფეხბურთის ექსპერტებმა ეს მატჩი […]...
წაკითხვა