“ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 30, 2016

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე-10 წუთზე სტუმრები კოკემ დააწინაურა. ნახევარი საათის თავზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 38-ე წუთზე ლუის სუარესმა კატალონიელები სულაც წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ვინაიდან მთავარმა არბიტრმა ფილიპე ლუისს მესის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

65-ე წუთზე მოედნიდან “ატლეტიკოს” მეორე ფეხბურთელი დიეგო გოდინი გააძევეს.

ამრიგად, “ბარსელონა” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს 51 ქულით სათავეში ჩაუდგა. გარდა ამისა, კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “ატლეტიკო” 48 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XXII ტური
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (2:1)

გოლები: მესი 30′, სუარესი 38′ — კოკე 10′.
გაფრთხილებები: გოდინი 24′, გაბი 25′, ხუანფრანი 41′, პარტეი 90+2′.
გაძევებები: ფილიპე ლუისი 44′, გოდინი 65′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა სან მარინოს ნაკრების მეკარემ შოტლანდიასთან მატჩში (ვიდეო)

13 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიამ საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსის პასუხი ედეგორს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაკა და ლიხტშტაინერი საჯარიმოს შესრულების დროს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, დანიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:0), სტეფან ლიხტშტაინერმა და გრანიტ ჯაკამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტივენ ჯერარდი და მისი შვილი “აიბროქსზე” (ვიდეო)

12 ოქტომბერს, შოტლანდიაში, “აიბროქსზე” “რეინჯერსისა” და “ლივერპულის” ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართა. მატჩის დასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელის სეივები შვეიცარიასთან მატჩში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც მინახავს

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მას უნახავს. პორტუგალიელ სპეციალისტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრეი შევჩენკოს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიტვა მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლუქსემბურგის ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

U21: გიორგი არაბიძემ შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 61-ე წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “არ მომწონს, როცა “ღმერთს” მიწოდებენ”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინსი ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის “ღმერთის” წოდება გადამეტებულია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლიხტის ორი შეცდომა 10 წამში (ვიდეო)

10 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეში კალიდუ კულიბალის წინააღმდეგ (ვიდეო)

10 ოქტომბერს, სინგაპურში ბრაზილიისა და სენეგალის ნაკრებებს ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის […]...
წაკითხვა