“ბარსას” ყოფილი პრეზიდენტი: “რეალი” ფეხბურთს ძირს უთხრის”
კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან გასპარის აზრით, მადრიდული “რეალის” მთავარი მიზანი ფეხბურთის განადგურებაა.
“ბარსას” ექს-პრეზიდენტმა იმ ჭორზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც კატალონიური “ბარსელონას” “გრანადას” ფეხბურთელების მოსყიდვას აპირებდა, რათა “ბლაუგრანასთვის” გამარჯვების საშუალება მიეცათ, რაც ავტომატურად ჩემპიონობის მოპოვების ტოლფასი გახლავთ.
“ერთადერთი რამ, რასაც “რეალ მადრიდი” აკეთებს, ფეხბურთისთვის ზიანის მიყენებაა.” – განაცხადა 71 წლის გასპარმა Ara-სთან.
“გრანადას” ფეხბურთელი რომ ვყოფილიყავი, თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი, რადგანაც გამოდის, რომ ჩემი მოსყიდვა შესაძლებელია. ეს არასწორი კამპანიაა.
მე მჯერა ფეხბურთის და მისი გულწრფელობის. თუ მსგავს რამეს აღმოაჩენენ, მაშინ კლუბი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ვისაც არ უნდა ეთქვა ეს, ის იტყუება.”