“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”
კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.
“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”
“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”
“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.