“ბარსაში” ლუის ენრიკეს კუმანით შეცვლიან?
“საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს დაკავებული პოსტის დატოვების უფლება მიეცემა, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი ორ მილიონ ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს გაიღებს.
ბრიტანული “დეილი სთარის” ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პუნქტით “ბარსელონამ” ისარგებლოს და მიმდინარე წლის ზაფხულში ლუის ენრიკე სწორედ ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტით შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ კუმანი მოთამაშის რანგში კატალონიური გუნდის ღირსებას 1989–1995 წლებში იცავდა და 1992 წელს გამართული ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია”.