“ბარსელონა” – “ატლეტიკი”: კატალონიელები საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ
კატალონიური “ბარსელონას” ფანთა ერთ-ერთი დაჯგუფების, The Grada de Animacio-ს ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ლა ლიგის მსაჯთა კომიტეტი მათი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ მოქმედებს და ამის გაპროტესტებას აპირებენ.
აღნიშნული დაჯგუფების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მოწოდების თანახმად, “ბლაუგრანას” გულშემატკივრებმა შაბათს, “ატლეტიკთან” გასამართი მატჩისთვის შინიდან ცხვირსახოცები უნდა წამოიღონ, მატჩის მე-12 წუთზე კი, მათი მეშვეობით დიდი კედელი უნდა შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” მსაჯთა შეცდომით ლა ლიგის გასულ მატჩშიც დაზარალდნენ – მსაჯმა აშკარა გოლი არ ჩათვალა, “ბარსელონამ” კი ორი ქულა დაკარგა.