“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი “ბარსელონა” გახდა. ლუის ენრიკეს გუნდი დღეს მიუნხენში 3:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა.
მიუნხენურ მატჩი ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე, ბენატიას გოლით გახსნეს, თუმცა ნეიმარის გოლებით კატალონიელებმა მე-15 წუთზე ჯერ გაათანაბრეს, 29-ზე კი წინაც გავიდნენ და ტაიმიც გამარჯვებით დაასრულეს.
შესვენების შემდეგ უპირატესობას “ბაიერნი” დაეუფლა, რაც ანგარიშზეც აისახა. 59-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 74-ზე კი მიულერმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბაიერნი 3-2 ბარსელონა
გოლები: ბენატია 5′ (1:0); ნეიმარი 15′ ; 29′ (1:2); ლევანდოვსკი 59′ (2:2); მიულერი 74′ (3:2);
“ბაიერნი”: ნოიერი, ალონსო, ბენატია, ალკანტარა, ლევანდოვსკი, რაფინია, ბოატენგი, ბერნატი, ლამი (როდე 68′), მიულერი (გიოტცე 87′), შვაინშტაიგერი (მარტინესი 87′).
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი (მატიე 72′), ბუსკეტსი, ინიესტა (ჩავი 75′), სუარესი (პედრო 46′), მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალბა, დანი ალვესი.