“ბარსელონა”: “ჩვენი ტალანტი შოთა არველაძემ აღმოაჩინა”
კატალონიის “ბარსელონამ” თურქული “კაისერისპორიდან” 2 მილიონად 17 წლის ემრე დემირი იყიდა, რომელიც ჯერ “ბარსელონა ბ”-ს შეუერთდება. “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დემირზე მცირე ჩანახატი მოაწყო და მათ შორის, შოთა არველაძეც ახსენა.
“ემრე დემირი 2004 წელს მერსინში დაიბადა. ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო და შემდეგ “კაისერის” აკადემიაში მოხვდა. მისი აღმომჩენი შოთა არველაძეა, “კაისერის” მწვრთნელი, რომელმაც დემირის ვიდეო იუთუბზე ნახა და აღფრთოვანდა. არველაძე საქართველოს ნაკრებისა და “ტრაბოზნის”, “აიაქსის”, “რეინჯერსისა” და “ლევანტეს” რიგებში უთამაშია”.
შოთა “კაისერს” 2010-12 წლებში წვრთნიდა.