ბარსელონა და რეალი კარვალიოს შეძენას შეეცდებიან

თარიღი: იანვარი 19, 2014

ლისაბონის “სპორტინგის” 21 წლის გარემარბი უილიამ კარვალიო სეზონის წინ დიდად არ ბრწყინავდა, თუმცა კლუბმა ის დატოვა და კონტრაქტიც გაუხანგრძლივა.

კარვალიოს ღირებულება აქამდე 5 მილიონს შეადგენდა,მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ უეცრად მისი ღირებულება 45 მილიონამდე გაზარდა.

დაიწყო სეზონი და კარვალიო ბრწყინვალედ ათამაშდა, ამას კი ბევრი ევროპული გრანდის დაინტერესება მოჰყვა.”რეალი” და “ბარსელონა” გამორჩეულად არიან დაინტერესებულები კარვალიოთი და მზად  არიან მის სანაცვლოდ  40 მილიონს შეელიონ.

 

მსგავსი სიახლეები