“ბარსელონა” დანი ალვეშის განცხადებას გამოეხმაურა
კატალონიის “ბარსელონა” 8 იანვარს, სოციალურ ქსელ Instagram-ში დანი ალვეშის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოემხაურა.
“ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელმა დანი ალვეშმა დღეს მედიის მისამართით Instagram-ში ძალიან კრიტიკული ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აგრესიული სიტყვები გამოიყენა. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კლუბის ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედება შეუძლიათ. თუმცა, ჩვენ ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით”, – ვკითხულობთ “ბარსელონას” განცხადებაში.