“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!
კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში “გრანადა” დაამარცხა და პრიმერა დივიზიონის 2015-16 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
ლა ლიგაში ინტრიგა დღემდე შემორჩენილი იყო. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” “გრანადასთან” გამარჯვებას ვერ შეძლებდა, ხოლო მადრიდის “რეალი” “დეპორტივოს” დაამარცხებდა, ჩემპიონი “სამეფო კლუბი” გახდებოდა”. “რეალმა” თავისი მატჩი მოიგო, მაგრამ სამი ქულა “ბლაგაურნამაც” მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა, რომელმაც ჟორდი ალბას გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარი დალაშქრა. დაახლოებით 16 წუთში, თავი ისევ ურუგვაელმა გამოიჩინა, ამჯერად მან დანი ალვეშის პასი გამოიყენა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი ისევ სუარესმა გაიტანა – 0:3.