“ბარსელონა” კრიზისშია? “ლეგანესმა” ვალვერდეს გუნდს ქამ-ბექი შეუსრულა (ვიდეო)
ესპანური ლა ლიგის მეხუთე ტურში, “ჟირონასთან” “ნოუ კამპზე” დაკარგული ქულების შემდეგ “ბარსელონას” ბწრყინვალე შანსი ჰქონდა ხასიათის გამოკეთების, თუმცა ნაცვლად ამისა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თამაშში კრიზისის ნიშნები უფრო იკითხებოდა.
“ბარსელონა” სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ “ლეგანესს” ეწვია, რომელთანაც, წესით და რიგით, ადვილი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა. მატჩის პირველი ტაიმიც შესაფერისად დაიწყო, კოუტინიომ ანგარიში შეხვედრის მე-12 წუთზე გახსნა და იმას, რაც შემდეგში მოხდა, არაფერი მოასწავებდა.
ერთი შეხედვით მშვიდად ჩავლილ პირველ ტაიმს მეორე მოჰყვა, სადაც ჯერ ელ ჟარმა შეძლო თავის გამოჩენა (52′), რამდენიმე წამში კი ამ უკანასკნელს ოსკარმა აუბა თავი. მატჩის დარჩენილი დრო “ბარსელონამ” ვერ გამოიყენა და სეზონის პირველი მარცხიც იწვნია – 2:1.
მომდევნო ტურში “ბარსელონას” მეტოქე ბილბაოს “ატლეტიკი” იქნება, რომელმაც უკვე დააკარგვინა მადრიდის “რეალს” ორის ქულა მიმდინარე სეზონში.