“ბარსელონა” მეკარეების წასვლის წინააღმდეგია
“ბარსელონას” არანაირი სურვილი არ აქვს, რომ კლუბი ან მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ან კლაუდიო ბრავომ დატოვოს ამ ზაფხულში. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტერ შტეგენი მხოლოდ სათასო დაპირისპირებებში იღებდა მონაწილეობას, მაშინ როცა ბრავო ლა ლიგაში თამაშობდა.
“ყველაფერს გავაკეთებ, რაც ორივე მათგანის (ბრავოსა და ტერ შტეგენის) დასარჩენად იქნება საჭირო. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ორივეს შეუძლია ჩვენთან ერთად ყოფნა.
ხალხი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, რომ ექსტრაორდინარული მეკარეები გვყავს, რომლებსაც ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.”