“ბარსელონა” მეოთხე ფორმას სპეციალურად “ბერნაბეუზე” სათამაშოდ შექმნის (ფოტო)

თარიღი: მარტი 19, 2019

კატალონიური გამოცემა Sport საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც მომავალ სეზონში “ბარსელონას” არა სამი, არამედ ოთხი ფორმა ექნება.

ალბათ უკვე იცით, რომ “ბარსელონას” მთავარი ფორმა ხორვატიის ნაკრების ფორმის სტილში იქნება გადაწყვეტილი, ოღონდ მათთვის ჩვეული ფერებით.

განსაკუთრებულ ყურადღებას მეოთხე ფორმა იქცევს, რომელიც სპეციალურად “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშისთვის იქნება შექმნილი. გასაკვირი არაა, რომ ამ ყოველივეს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ფორმა კატალონიის დროშის ფერებშია – ყვითელ ფონზე ოთხი ხაზი იქნება გამოსახული.

მსგავსი სიახლეები