“ბარსელონა” მესის 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ლეო მესისთვის უპრეცედენტო ათწლიანი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ადასტურებს.
როგორც იცით, გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მესის კლუბის დატოვება სურდა და ახლაც ინარჩუნებს პოზიციას. სწორედ ამიტომაც, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები იძულებულნი არიან ექსტრემალურ ზომებს მიმართონ.
ბრიტანული პრესის ცნობით, ლეო მესის მანამ შეეძლება “ბარსელონას” მაისურით თამაში, სანამ თავად მოინდომებს. კლუბი არგენტინელ სუპერვარსკლვავს ამერიკულ MLS-ში თამაშის უფლებასაც მისცემს და ამავდროულად ის კატალონიური კლუბის ელჩიც იქნება.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლეო მესის “ბარსლონაში” საპატიო პოზიციის დაკავება შეეძლება და სურვილის შემთხვევაში, მწვრთნელის კარიერასაც წამოიწყებს.