“ბარსელონა” მესისა და სუარესს კონტრაქტების გახანგრძლივებას პირდება
კატალონიური “ბარსელონა” ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტების შეთავაზებას აპირებს ლიონელ მესისა და ლუის სუარესისათვის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ალბერტ სოლერმა გაასაჯაროვა.
“ჩვენ უკვე განვახორციელეთ 22 ტრანზაქცია. კონტრაქტები ისეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს გაუხანგრძლივდათ, როგორებიც არიან ხავიერ მაშერანო, ბუსკეტსი და ნეიმარი.
მომავალში კი ჩვენ სამომავლო გეგმას რაკიტიჩის, სუარესისა და მესისთვის კონტრაქტების გახანგრძლივება შეადგენს. “ბარსელონა” გაჩერებას არ აპირებს.
მესი და ინიესტა აქ მანამ დარჩებიან, სანამ თვითონ არ მოუნდებათ წასვლა. ისინი ჩვენი სიმბოლოები არიან. გვინდა, რომ მათ კარიერა სწორედ აქ დაასრულონ.”