“ბარსელონა” მომდევნო ორი სეზონის მანძილზე “ლივერპულის” ფეხბურთელს ვერ შეიძენს
ესპანური რადიოსადგურის, Cadena Ser-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში “ლივერპულის” ფეხბურთელის შეძენის უფლება არ აქვს.
როგორც ცნობილი ხდება, კოუტინიოს ტრანსფერის დროს, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა – “ბარსელონა” მომავალი სამი სეზონის განმავლობაში ლივერპულელთა მოთამაშეს ვერ შეიძენდა, თუმცა ამის შემდეგ ერთი სეზონი უკვე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” კოუტინიო 2018 წლის 6 იანვარს 160 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.