“ბარსელონა”: პედროს შემცვლელი ათი კანდიდატი
კატალონიელი სკაუტები ბევრ ცნობილ მოთამაშეს აკვირდებიან.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პედრო როდრიგესის შემცვლელის ყიდვას გეგმავს. ამისთვის ისინი ათ ფეხბურთელს აკვირდებიან, თუ არ ჩავთვლით ნოლიტოს.
ამ ათი ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება: ესპანეთიდან – კარლოს ველა (“სოსიედადი”), სოფიან ფეგული (“ვალენსია”); ინგლისიდან – ხესუს ნავასი (“მანჩესტერ სიტი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”), რიადა მარეზა (“ლესტერი”), ფლორიან ტოვენი (“ნიუკასლი”); იტალიიდან – ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”). აგრეთვე, კარიმ ბელარაბი ლევერკუზენის “ბაიერიდან” და ლასე შონე ამსტერდამის “აიაქსიდან”.
შეგახსენებთ, ფიფას მიერ კატალონიური გრანდზე დაწესებულ სანქციას ვადა 2016 წლის პირველ იანვარს გასდის.