„ბარსელონა“ პუიოლს გამოსამშვიდობებელ მატჩს მოუწყობს
„ბარსელონას„ ხელმძღვანელობამ გუნდის ექს-კაპიტნისთვის კარლეს პუიოლისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზება გადაწყვიტა.
შეხვედრის ჩატარების თარიღი და მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რის შესახებაც კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პუიოლი ასეთ ღონისძიებას იმსახურებს. იგი „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული მოთამაშეა. ამჟამად ამ საკითხს განვიხილავთ. მოგვიანებით თარიღსაც დავასახალებთ“, – განაცხადა ბარტომეუმ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მცველმა კარიერა წელს დაამთავრა. ამჟამად კარლესი „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის ასისტენტად მუშაობს.