“ბარსელონა” რაფინიას გაუხანგრძლივებს

თარიღი: სექტემბერი 3, 2015

ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, კატალონიის დედაქალაქში დარჩება.

ესპანურ გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში რაფაელ ალკანტარასთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

რაფინიას მიმდინარე კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს გასდის. კატალონიურ გრანდში მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა, 24 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები