“ბარსელონა” – “რეალი”: მადრიდელებმა კატალონიელები დაჯაბნეს (ვიდეო)
13 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის 2017 წლის გათამაშების პირველი მატჩი გაიმართა, რომელსაც “კამპ ნოუმ” უმასპინძლა. ჩვეულებისამებრ, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.
მატჩში ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მარსელოს ჩაწოდების შემდეგ პიკემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ლეო მესიმ კი 76-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით მატჩში წონასწორობა აღადგინა.
მოედანზე 58-ე წუთზე შემოსულმა რონალდუმ კი კვლავ წინ გაიყვანა “ბლანკოსი”, თუმცა გოლის გატანიდან ორი წუთის შემდეგ მან ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც დატოვა. საბოლოო ანგარიში კი მარკო ასენსიომ, 90-ე წუთზე დააფიქსირა 1-3.
განმეორებითი მატჩი კი 17 აგვისტოს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხორდი ალბა, უმტიტი, პიკე ვიდალი; ინიესტა (სერხი რობერტო 68′), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (პაკო ალკასერი 83′); დეულოფეუ, სუარესი, მესი
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მადრიდის “რეალი”: კეილორ ნავასილ მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, დანი კარვახალი; კოვაჩიჩი, ისკო, ტონი კროოსი; კარიმ ბენზემა, გარეტ ბეილი (ლუკას ვასკესი 81′)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი