“ბარსელონა” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ფიქრობს

თარიღი: მარტი 26, 2021

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში ახალი თავდამსხმელის მოყვანის საჭიროებაზე არიან შეთანხმებულნი. “ბლაუგრანას” დირექტორთა საბჭო უკვე განიხილავს შესაძლო კანდიდატურებს.

Calcio Mercato-ს ცნობით, “ბარსელონაში” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შესაძლბლობასაც საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. ბელგიელი ვარსკვლავის “კამპ ნოუზე” ხილვა თავად რონალდ კუმანის სურვილი გახლავთ.

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო და ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ნერაძურის” მთავარ ძალას წარმოადგენს. მისი ტრანსფერით “მანჩესტერ სიტიც” არის დაინტერესებული.

აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონას” “მანჩესტერ სიტის” ლეგენდის, სერხიო აგუეროს, გადაბირებასაც უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები