“ბარსელონა”, შესაძლოა, მე-2 ლიგაში გააგდონ
ესპანური მედიის ინფორმაციით, არის გარკვეული შანსი კატალონიის “ბარსელონა” მე-2 ლიგაში დააქვეითონ.
გასულ კვირაში ესპანეთის პროკურატურამ “ბარსელონას” წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
სარჩელის მიხედვით, 2001 წლიდან 2018 წლამდე გუნდმა რამდენიმე მილიონი გადარიცხა გააკეთა მსაჯების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას კომპანიაში.
პროკურატურას ამ საქმეში მადრიდის “რეალიც” შეუერთდა, რის გამოც, ლაპორტამ პერესთან ელ-კლასიკოს წინ ტრადიციული ვახშამიც გააუქმა.
“ბლაუგრანა” ამბობს, რომ მხოლოდ ტექნიკური ანგარიშების წარდგენისთვის გადაიხადა ფული.
თავის მხრივ, ხერარდ პიკეც აცხადებს, რომ თუ “ბარსას” ვინმეს მოსყიდვა მოუნდებოდა, ამას “შავ ბაზარზე” გააკეთებდა და არა, ოფიციალური ტრანზაქციებით.
ლაპორტა – პერესის დაპირისპირება ხელს UEFA-ს უწყობს, რადგან სუპერლიგის მთავარი ინიციატორები სწორედ ისინი არიან.