“ბარსელონა” სტოუნზით აქტიურად ინტერესდება

თარიღი: იანვარი 16, 2016

ახალგაზრდა ინგლისელი კატალონიელთა ყურადღებას იპყრობს.

როგორც ცნობილია, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, ჯონ სტოუნზი კი მათთვის ყველაზე შესაფერის ვარიანტად ითვლება.

კატალონიელები 21 წლის მცველის უნარით, დაცვიდან შეტევაში ბურთის სწრაფად გადატანით, მოიხიბლნენ.

“ბარსელონასა” და “ევერტონს” ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მოგეხსენებათ, ხერარდ დეულოფეუ მერსესაიდელებმა სწორედ მათგან შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ სტოუნზის შეძენით ასევე “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი. მისი მიმდინარე კონტრაქტი “ევერტონთან” 2018 წლამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები