“ბარსელონა” ვალვერდეს, კოუტინიოსა და დეულოფეუს ტრანსფერებს უმიზნებს
კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები ზაფხულში დიდი ცვლილებების განხორციელებას აპირებენ. პირველ რიგში, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ლუის ენრიკეს ჩამნაცვლებელი უნდა იპოვონ, შემდეგ კი წამსვლელებისა და ახალწვეულების სიას მიხედონ.
უცხოური გავლენიანი გამოცემა Sport.es “ბლაუგრანას” გეგმას გვთავაზობთ, რომელიც 4 ძირითად ნაბიჯს ითვალისწინებს:
1. გუნდი ბილბაოს “ატლეტიკის” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ უნდა ჩაიბაროს.
2. “კამპ ნოუ” ვარსკვლავებით უნდა დაიტვირთოს. სიის სათავეში ფილიპე კოუტინიო იმყოფება. ასევე სავარაუდოა მარკო ვერატისა და ეკტორ ბელერინის ტრანსფერებიც.
3. უნდა დაბრუნდეს ჟერარ დეულოფეუ, რომელიც ამჟამად “როსონერის” ღირსებას იცავს. ტრანსფერი დაახლოებით 12 მილიონი უნდა დაჯდეს.
4. კლუბი ისეთმა ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ, როგორებიც არიან ჟერემი მატიე, არდა თურანი და ხავიერ მაშერანო.