ბარსელონამ ამსტერდამში მოიგო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში კატალონიური “ბარსელონა” ამსტერდამში “აიაქსს” ესტუმრა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
პირველ ტაიმში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშის გახსნა სტუმრება 36-ე წუთზე შეძლეს. სილესენის შეცდომის შემდეგ გოლის ლეო მესიმ ჩაიწერა აქტივში და ტაიმიც “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმი რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. 71-ე წუთზე ველტმანმა მეორე ყვითელი მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. “ბარსელონამ” უპირატესობით მალევე ისარგებლა და მესიმ 5 წუთში დუბლის გაფორმება შეძლო და საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად მოუტანა. ამასთან ერთად, არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, რაულ გონსალესს დაეწია გატანილი გოლების რაოდენობით.
აიაქსი 0-2 ბარსელონა
გოლები: მესი 36′ ; 76′