“ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა (ვიდეო)
კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს “ვისენტე კალდერონმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდა.
მატჩი “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო. სტუმრებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, რაც ლუის სუარესისა და ლეო მესის ბრწყინვალე გოლების დამსახურებაა.
მართალია, მეორე ტაიმში “როხიბლანკომ” საკუთარი თამაში იპოვა და გრიზმანმა გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ ასეთი შედეგით მადრიდელები კმაყოფილები ნამდვილად ვერ იქნებიან.
განმეორებითი დაპირისპირება 8 თებერვალს, “ნოუ კამპზე” გაიმართება.
“ატლეტიკო”: მიგელ ანხელ მოია; ფილიპე ლუისი, გოდინი, სავიჩი, ვრსალკო; კოკე, საულ ნიგესი (გაიტანი 59′), გაბი, ხუანფრანი; კარასკო (გამეირო 70′), გრიზმანი
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ბარსელონა”: სილესენი; რობერტო, პიკე, უმტიტი, ჯორდი ალბა; რაკიტიჩი (დენის სუარესი 59′), მაშერანო, ანდრე გომეში (რაფინია 72′); მესი, სუარესი, ნეიმარი
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე