„ბარსელონამ“ „ბაიერნი“ გაანადგურა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ იპირატესობას პირველი ნახევარში ფლობდა, პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ტაიმის მიმდინარეობისას კატალონიელებს ანგარიშის გახსნის არაერთი შანში ჰქონდათ. აღსანიშნავია ლუის სუარესის მანუელ ნოიერთან პირისპირ გასვლა – გერმანელმა მეკარემ გადამწყვეტ მომენტში მეტოქის დარტყმული ფეხით მოიგერია. პირველ ნახევარში ნოიერმა თავისი გუნდი კიდევ რამდენიმეჯერ იხსნა.
მეორე ნახევრში მიუნხელებმა თითქოს თამაში გამოასწორეს და მეტოქის ნახევარზე მეტ დროსაც ატარებდნენ. 77-ე წუთზე დანი ალვესმა მარჯვენა ფლანგიდან ლიონელ მესი პასით მოამარაგა, არგენტინელმა კი საჯარიმოს ხაზიდან ნოიერისგან ახლო კუთხეში ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 1:0. სამ წუთში მესიმ დუბლიც გაიფორმა, როდესაც ივან რაკიტიჩის გადაცემა მიიღო, ბოატენგი მოატყუა და ნოიერი კვლავ უშანსოდ დატოვა. საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნეიმარმა დააფიქსირა, რომელმაც „ბაიერნის“ მეკარეს პირისპირ გასვლისას აჯობა.
„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ 3:0
გოლები: მესი 77′, 80′, ნეიმარი 90+4
გაფრთხილებები: ალვესი 46′, პიკე 66′, ნეიმარი 69′ – ალონსო 35′, ბენატია 52′, ბერნატი 56′
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი სამშაბათს, 12 მაისს, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.