“ბარსელონამ” და “რეალმა” თვალი “ბაიერის” მცველს დაადგა

თარიღი: ოქტომბერი 2, 2015

როგორც ცნობილია, ესპანური გრანდების ყურადღება ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიიპყრო.

როგორც Hamburger Morgenpost იტყობინება, ლევერკუზენის “ბაიერის” მარცხენა მცველი ვენდელი მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელობების ინტერესთა სფეროში მოექცა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10-15 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, პრესაში ადრე იწერებოდა, რომ “ბარსელონა” თურქ პერსპექტიულ ნახევარმცველს, ჰაკან ჩალჰანოღლუს აკვირდება.

მსგავსი სიახლეები