“ბარსელონამ” დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა
გლაზგოელებმა კატალონიელებს უდიდესი პრობლემები შეუქმნეს, თუმცა ისინი მაინც დამარცხდნენ.
მართალია, მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ “ბარსელონას” ფეხბურთელები ბურთს მაინც აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, შოტლანდიელებმა მაინც ბევრი საგოლე მომენტის შექმნა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 59-ე წუთზე მოედნიდან “სელტიკის” კაპიტანი სკოტ ბრაუნი გააძევეს, რომელიც ნეიმარს ეუხეშა. წითელი ბარათის შემდეგ, მინდორზე თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ 76-ე წუთზე ახლადშემოსულმა ალექსის სანჩესმა სესკ ფაბრეგასს გადაცემა გაუკეთა, რითაც ესპანელმა ისარგებლა და მეტოქეთა კარში ბურთი თავით შეაგდო.
ამრიგად, კატალონიელებმა გლაზგოდან სამი ქულა წამოიღეს.
“სელტიკი” 0-1 “ბარსელონა”
გოლი: სესკ ფაბრეგასი 76.
“სელტიკი”: ფორსტერი, ლუსტიგი (ფორესტი 69), ვან დეიკი, ემბროუზი, იზაგირე, მეთუზი, ბრაუნი, მალგრიუ, სამარასი, კომონსი (პუკი 86), სტოკსი (კაიალი 70).
“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ადრიანო, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა (სონგი 89), პედრო (სანჩესი 74), ფაბრეგასი (ტელიო 78), ნეიმარი.
გაფრთხილებები: ლუსტიგი 44, სამარასი 77, იზაგირე 86 – ფაბრეგასი 55, ბუსკეტსი 75, სანჩესი 90.
გაძევება: ბრაუნი 59.
სანდრო საპანაძე