“ბარსელონამ” დეულოფეუ “სევილიაში” გაანათხოვრა
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ჟერარდ დეულოფეუ 2014-15 წლების სეზონს “სევილიაში” გაატარებს.
დეულოფეუმ გასული სეზონი “ევერტონში” გაატარა. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში ესპანელმა მოთამაშემ სამი გოლის გატანა შეძლო. ამის შემდეგ, ის “ბარსელონაში” იმ იმედით დაბრუნდა, რომ პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა როგორც ჩანს, ლუის ენრიკემ მისი გაშვება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის დეულოფეუ “ბარსელონას” აღზრდილია.