“ბარსელონამ” კაცნაკლული “ატლეტიკოს” ძლევა შეძლო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნოუ კამპზე” “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარის მთავარ მოქმედ პირად სტუმართა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მოგვევლინა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ ექვწუთიან მონაკვეთში უხეში თამაშისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა. 35-ე წუთიდან მადრიდელები მინდორზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.
შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში “ბარსელონამ” მეტოქეზე წნეხი გააძლიერა, მადრიდელები ძირითადად ბურთის მოგერიებაზე იყვნენ გადასულები. 63-ე წუთზე კატალონიელთა მასიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები მოედანზე დომინირებას განაგრძობდნენ და 74-ე წუთზე სუარესმა დუბლიც გაიფორმა.
ამრიგად, “ბარსელონამ” წყვილის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი მადრიდში 13 აპრილს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (0:1)
“ბარსელონა“: ტერ შტეგენი, დანი ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ინიესტა (არდა თურანი 83′), რაკიტიჩი (რაფინია 64′), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 80′), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
“ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ერნანდესი, გაბი, საული (კორეა 90′), კოკე, ფერეირა კარასკო (ფერნანდესი 53′), ფერნანდო ტორესი, გრიზმანი (პარტი 76′).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: სუარესი 63′, 74′ — ტორესი 25′.
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 48′, სუარესი 70′, მასკერანო 82′ — ტორესი 29′, კოკე 33′, ფილიპე ლუისი 61′, გრიზმანი 73′, ერნანდესი 78′, ობლაკი 79′. ფერნანდესი 86′.
გაძევება: ტორესი 35′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).