“ბარსელონამ” კაცნაკლული “ატლეტიკოს” ძლევა შეძლო (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 6, 2016

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნოუ კამპზე” “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარის მთავარ მოქმედ პირად სტუმართა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მოგვევლინა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ ექვწუთიან მონაკვეთში უხეში თამაშისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა. 35-ე წუთიდან მადრიდელები მინდორზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში “ბარსელონამ” მეტოქეზე წნეხი გააძლიერა, მადრიდელები ძირითადად ბურთის მოგერიებაზე იყვნენ გადასულები. 63-ე წუთზე კატალონიელთა მასიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები მოედანზე დომინირებას განაგრძობდნენ და 74-ე წუთზე სუარესმა დუბლიც გაიფორმა.

ამრიგად, “ბარსელონამ” წყვილის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი მადრიდში 13 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (0:1)

ბარსელონა“: ტერ შტეგენი, დანი ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ინიესტა (არდა თურანი 83′), რაკიტიჩი (რაფინია 64′), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 80′), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ერნანდესი, გაბი, საული (კორეა 90′), კოკე, ფერეირა კარასკო (ფერნანდესი 53′), ფერნანდო ტორესი, გრიზმანი (პარტი 76′).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: სუარესი 63′, 74′ — ტორესი 25′.
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 48′, სუარესი 70′, მასკერანო 82′ — ტორესი 29′, კოკე 33′, ფილიპე ლუისი 61′, გრიზმანი 73′, ერნანდესი 78′, ობლაკი 79′. ფერნანდესი 86′.
გაძევება: ტორესი 35′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჰაკიმი კვლავ “რეალში” თამაშზე ოცნებობს”

აშრაფ ჰაკიმის ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე, პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მაროკოელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგემ განმარტა, თუ რატომ თქვა “ბაიერნმა” უარი მესის ტრანსფერზე

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, პრესასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ იბრძოლა ბავარიულმა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანის პირველი კომენტარი “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ

ბოლო 24 წლის მანძილზე პირველად, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი წააგო. “ბლაუგრანა” საშინაო […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “ფეხბურთელების დამოკიდებულებით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ სხვაობა დიდია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ბაიერნთან” განცდილი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად, 1997 წლის შემდეგ

14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი დაიწყო. E ჯგუფში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნს” დაუპირისპირდა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილს დიდი პერიოდი გაუცდება

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა ტრავმა მიიღო. წყაროს თანახმად, უელსელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტებასი: “მესი “ბარსელონადან” ასე წასვლას არ იმსახურებდა”

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ლეო მესის “ბარსელონადან” წასვლას. როგორც იცით, არგენტინელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიანიჩი: “მესისაც კი არ ესმოდა, თუ რატომ მექცეოდა კუმანი ასე”

მირალემ პიანიჩი პრესასთან საუბრისას კვლავ აღნიშნავს, რომ რონალდ კუმანი მას უსამართლოდ ექცეოდა. როგორც იცით, ბოსნიელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” დანი ოლმოს ტრანსფერში 70 მილიონის გადახდას გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი დანი ოლმოს ტრანსფერის განხორციელება. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქავთარაძემ “როტორისთვის” გაიტანა, მაგრამ ვერ გადაარჩინა (ვიდეო)

ბექა ქავთარაძის, ნიკა ყიფიანისა და ილია ბერიაშვილის “როტორი” “აკრონთან” 1-2 დამარცხდა. “აკრონი” 0-2-ს იგებდა, როცა...
წაკითხვა