“ბარსელონამ” “ხეტაფე” გაანადგურა
ესპანური პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელბმა სტუმართა კარში 5 გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს.
“ხეტაფეს” რბევა მე-9 წუთზე ლეო მესიმ ეფექტურად შესრულებული პენალტით დაიწყო. არგენტიონელის შემდეგ 5 წუთში სამი გოლი სუარესმა, ნეიმარმა და ჩავიმ გაიტანეს. მე-40 წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა, ხოლო შესვენებიდან ზუსტად ორ წუთში მესიმ ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში, 6:0 დააფიქსირა.
34 ტურში მოპოვებული 84 ქულით “ბარსელონა” პრიმერას ცხრილს ლიდერობს და “რეალის” ხვალინდელ შეხვედრას ელის.