“ბარსელონამ” კიდევ ერთ ნიდერლანდელ შემტევს დაადგა თვალი
კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელი შემტევის მოყვანის შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბლაუგრანას” მთავარ სამიზნეს მემფის დეპაი წარმოადგენს, რომელიც ამჟამად “ლიონის” ღირსებას იცავს.
იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშლება, კატალონიური კლუბი დონიელ მალენის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას Mundo Deportivo ადასტურებს.
21 წლის თავდამსხმელმა ერედივიზიონის საწყის 6 მატჩში სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა.