“ბარსელონამ” მადრიდში მოიგო
მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” გამართული ესპანეთის თასის განმეორებით 1/4 ფინალური შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” სძლია.
მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. ფერნანდო ტორესმა “ატლეტიკო” პირველივე წუთზე დააწინაურა, მაგრამ სულ რაღაც 8 წუთში “ბარსამ” ნეიმარის გოლით გაათანაბრა. 30-ე წუთზე რაულ გარსიას ზუსტი პენალტით მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა ამჯერად კატალონიელებს გასათანაბრებლად 7 წუთი დასჭირდათ. ამ შემთხვევაში სტუმრებს მირანდა დაეხმარა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 41-ე წუთზე კი ნეიმარმა კვლავ გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:3. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ 45-ე წუთზე წითელი ბარათი გაბიმ მიიღო, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მოედანი კიდევ ერთმა მადრიდელმა, მარიო სუარესმა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი “ბარსელონამ” მინიმალური სხვაობით მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის თასის 1/2 ფინალის საგზური სწორედ ლუის ენრიკეს გუნდმა მოიპოვა.