“ბარსელონამ” მესის მხარდასაჭერად ახალი კამპანია წამოიწყო
კატალონიურმა “ბარსელონამ” ლიონელ მესის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ახალი კამპანია წამოიწყო.
როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო 21-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა მესი ამ სასჯელს არაპირდაპირი გზით მოიხდის.
“მესის უსამართლოდ ექცევიან. ჩვენი კლუბი კი მის დაცვას აპირებს. ჩვენი განზრახვა ყველასათვის ნათელია და უკან დახევარს არ ვაპირებთ.
ჩვენ ვსაუბრობთ მესიზე, ადამიანზე, რომელიც 19 წლის იყო, როდესაც ეს კონტრაქტები გაფორმდა. ის ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული და არა ფინანსურ საკითხებზე.
მესის უსამართლოდ ექცევიან. ასეთ სიტუაციაში ბევრი სხვა ცნობილი პიროვნებაც ყოფილა, თუმცა არცერთი მათგანისთვის არ მიუსჯიათ მსგავსი ტიპის სასჯელი.
1- ????
2- ????
3- #WeAreAllLeoMessi pic.twitter.com/PCXa6rXQI4— FC Barcelona (@FCBarcelona) July 10, 2016
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ წამოვიწყეთ ახალი კამპანია და ამიერიდან ასეთი გზით გამოვუცხადებთ მხარდაჭერას მესის. ჩვენ მისი გვჯერა.” – განაცხადა “ბარსელონას” “ორატორმა”, ხოსეპ ვივესმა.