“ბარსელონამ” ნეიმარს წასვლის უფლება მისცა
“ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი რეკორდულ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. “სანტოსის” ყოფილი ფეხბურთელი უკვე დაემშვიდობა “ბარსელონელ” თანაგუნდელებს და პარიზისკენ მიმავალ გზასაც გაუდგა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, BBC ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნეიმარს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშიდან წასვლის უფლება თავად მისცა.
შედეგად, ბრაზილიელმა კატალონიელთა ვარჯიში მისვლიდან 15 წუთში დატოვა და მოლაპარაკებების დასასრულებლად “პსჟ”-ს წარმომადგენლებთან გაემგზავრა.
ამასთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა: “კლუბმა ნეიმარს დღევანდელი ვარჯიშიდან წასვლის ნებართვა დართო”.
Neymar Jr hasn't trained on Wednesday with the permission of the coach #FCBlive
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 2, 2017