“ბარსელონამ” ფული მიიღო – ნეიმარის დებიუტი კვირას შედგება
ნეიმარის “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ, ყველას აინტერესებდა, როდის შედგებოდა ბრაზილიელის დებიუტი. მან ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრა “ამიენის” წინააღმდეგ გამოტოვა. იყო საშიშროება, რომ 25 წლსი შემტევი კვირას გასამართ მეორე ტურის დაპირისპირებაშც არ ყოფილიყო. თუმცა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
ნეიმარი დღემდე ელოდა რეგისტრაციისთვის საჭირო “საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატს”. “ბარსელონა” კი ამ დოკუმენტს მანამდე არ აგზავნიდა, სანამ ანგარიშზე 222 მილიონი ვერო არ ჩაირიცხებოდა. Goal.Com-ი იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის “ჯიბე” აღნიშნული თანხით დღეს შეივსო. მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ შაბათს, შუა ღამით მოახერხოს ყველა საბუთის შემოწმება და ნეიმარის საბოლოო რეგისტრაცია. შესაბამისად, ბრაზილიელი კვირას გასამართ მატჩში, სადაც პარიზელები “გენგამს” შეერკინებიან, ითამაშებს.